რუსთავში პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020-07-15 11:03:34

რუსთავის ცხელების ზონაში პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალურ საავადმყოფოში ადასტურებენ.

როგორც "ინფო რუსთავს" საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, ინფიცირებული 70 წლამდე ქალია, რომელმაც ცხელების ზონას თვითდინებით კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმართა, რის შემდეგაც მას PCR ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული ქალი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. მას მოგზაურობის ისტორია არ აქვს და როგორც "ინფო რუსთავს" გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი მარინა გოგოლაძემ განუცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს მიმდინარეობს ქალის ეპიდემიოლოგიური კველა და იმის დადგენა, თუ საიდან შეიძლებოდა დაინფიცირებულიყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები