წყლის ქვითარი რომელზეც ფიქსირდება რომ აბონენტს 40 324 ლარი აქვს გადასახდელი შორენა გზირიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. აბონენტმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა რომ - "არანაირი დავალიანება არ მაქვს, თავიდან წყლის მრიცხველი გაფუჭდა და ვერ შეცვალეს, მითხრეს არაუშავსო, მაგრამ მერე ისევ მრიცხველით გამომიწერეს სადაც წერია რომ თითქმის 10 000 კუბი წყალი მოვიხმარე". კომპანია "რუსთავის წყალში" აცხადებენ რომ - "აბონენტს არანაირი დავალიანება არ აქვს, ბეჭდვაში იყო ტექნიკური ხარვეზი".