17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს

2020-07-13 16:10:43

17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს.

აღნიშნული საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებშია გათვალისწინებული.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე, რომელსაც მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს სურს, 18 წლის უნდა იყოს. კერძოდ, საუბარია A1 ქვეკატეგორიისა (მოტოციკლი) და B კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი) მართვის მოწმობებზე.

ცვლილებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგანეტო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში მუშაობს.

კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო კომიტეტებზე. პროცედურის მიხედვით, საკომიტეტო განხილვების შემდეგ მოსმენა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე.