ქუთაისში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
კაცი სამი დღის განმავლობაში იყო გაუჩინარებული და ამ ხნის განმავლობაში მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.
სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც იყვნენ ჩართული.
ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც მდინარის გადაკეტვა მოხდა.
რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ნივთები მდინარის პირად იპოვეს.