აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა.
არსებული ინფორმაციით ერთი იმპორტირებული შემთხვევაა, ხოლომ მეორე შიდა გავრცელებაა, ინფიცირებულია საავადმყოფოს სანიტარი რომელსაც კოვიდ19 პაციენტისგან გადაედო.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ცნობილია მისი კონტაქტები და ისინი საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან.
ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი მკურნალობს.