ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-07-04 13:13:49

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თბილისი-სენაკი-ზუგდიდის მაგისტრალზე, სოფელ შუა ხორგასთან, "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილი 16 წლის ბიჭს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ქვეითად მოსიარულემ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები მიიღო რის გამოც ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.