ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს

2020-07-03 23:32:10

კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა და მოგვიანებით, გარდაცვლილი ჩვილი საპირფარეშოში იპოვეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზები.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი