კორპუსიდან ბავშვი გადმოვარდა

2020-07-03 20:24:19

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაშავებული მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.