საქსტატის მონაცემები

2020-07-03 13:02:26

2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -1.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.2 პროცენტით განისაზღვრა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -1.6 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-28.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-6.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-5.2 პროცენტი) და თევზეული (-1.2 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.4 პროცენტიანი კლება, რაც -0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-7.6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-4.3 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.19 პროცენტული პუნქტი შეადგინა; ფასები გაიზარდა როგორც ტანსაცმლის (2.8 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (11.0 პროცენტით) ქვეჯგუფზე; ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაზრდილია 2.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.17 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (7.1 პროცენტი).