ლიფტის შახტში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა

2020-07-03 01:39:21

გლდანში, ლიფტის შახტში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა.

დაშავებული ბავშვი თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაშია“ გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი