მკვლელობა ფოთში.
მამაკაცებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
45 წლამდე მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით გულმკერდის არეში მიაყენეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
დაჭრილი მამაკაცი ფოთის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.