პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეროვნულ გამოცდაზე შესულ აბიტურიენტებს გამოცის პერიოდში პირბადის მოხსნა შეეძლებათ.
"დღეს დილით ჩვენ გვქონდა შესაბამისი თათბირი, როგორც ჩვენი ჯადაცვის სექტორის, ასევე ეპიდემიოლოგიის წარმომადგენლებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ დღეს შეგვიძლია გავახმოვანოთ და უნდა ვიმსჯელოთ გახლავთ შემდეგი: იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისრტანცია იქნება დაცული",- განაცხადა გიორგი გახარიამ.,
პრემიერ თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე ავა, შესაძლებელი იქნება კონდენციონერების ჩართვა.
ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება და 25 ივლისამდე გაგრდძელდება.