უბედური შემთხვევა

2020-07-02 11:12:03

უბედური შემთხვევა მოხდა წყალტუბოში. არსებული ინფორმაციით, 17 წლის გოგო მიტოვებული შენობის ლიფტის შახტაში ჩავარდა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უბედური შემთხვევა წყალტუბოში გუშინ მოხდა.