შსს-მ ფეხბურთელის საქმეზე 17 პირი დააკავა

2020-06-26 09:25:43

არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს. შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.

„ერთ-ერთი დაკავებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ის სსკ-ის 126-ე - ძალადობის მუხლით არის აყვანილი. დიღომში არის გადაყვანილი. მე სხვებზე ვერ გეტყვით, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დიღომშია ნამდვილად", - აცხადებს ადვოკატი.

ამასთან, ადვოკატი მუხრან ღურცკაია საქართველოს პირველ არხს უდასტურებს, რომ დაკავებულია 17 პირი.

მისი თქმით, დაკავებულთა შორის მისი დაცვის ქვეშ მყოფები არ არიან.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამ საქმის მოწმეები არიან, ისხდნენ ერთ-ერთ ავტომობილში. ისინი არ დაუკავებიათ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ სხვა პირები, 17 პირი დააკავეს ძალადობაზე", - აცხადებს ადვოკატი.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებლი