რამდენი დაიხარჯება ქალაქის წინასაახალწლო მორთვაში.

2016-11-10 18:40:20

წინასაახალწლოდ ქალაქის მოსართავად მზადება დაიწყო. წელს ქალაქის ბიუჯეტიდან საახალწლო განათებისთვის 80 000 ლარი გამოიყო. ამ თანხით მოხდება როგორც ახალი განათებების შეძენა, ისე ძველი დაზიანებული ფერადი ნათურების შეკეთება. წელს გასულ წელთან შდარებით, მეტი ქუჩა განათდება. იგეგმება როგორც ცენტრალური, ისე შიდა ქუჩების მორთვა.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ახლად რეაბილიტირებულ კოსტავას ქუჩაზე. როგორც თვითმართველობაში აცხადებენ, წინასაახალწლოდ ისტორიაული ქუჩა გამორჩეულად ლამაზი იქნება. განათებების გარდა, წინა საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ქუჩებში სხვადსხვა ფიგურები და კონსტრუქციები განთავსდება.