ეკონომიკის მინისტრი ფრენების აღდგენაზე საუბრობს

2020-06-11 19:14:41

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ისაუბრა.

თურნავას თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 10-მდე ქვეყანასთან მიმდინარეობს კონსულტაციები და არსებობს ოპტიმისტური განწყობა.

„ვითარება დინამიურია არ შეიძლება საბოლოოდ ვთქვათ როგორი იქნება პირველი გეოგრაფიული ტურიზმი. ველოდებით ევროპის ქვეყნები გადიან ერთმანეთთან კონსულტაციებს.

ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ ევროკავშირის დონეზე თუ ინდივიდუალურად ქვეყნები.

ევროპის ქვეყნები შეიმუშავებენ ერთიან პრინციპებს არაევროპულ ქვეყნებთან თუ როგორ გახსნიან და ვისთან. ჩვენ ცალმხრივად ვერ გადავწყვეტთ ეს უნდა იყოს ორმხრივი სურვილი.

თვის ბოლომდე ჩამოყალიბდება ევროკავშირი მესამე ქვეყნებთან მიმართებით.

10-მდე ქვეყანასთან გვქონდა კომუნიკაცია და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. მეტნაკლებად სტაბილურდება პანდემია ევროპაში თუმცა სხვაგან ვხედავთ რომ იზრდება.

არ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.