საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 3-ით გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულია რესპუბლიკური საავადყოფოს რეანიმაციული განყოფილების ექთანი და ორ სანიტარი.
მედიკოსების ინფიცირების წყარო, სავარაუდოთ, ამავე სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.
ასე გამოიყურება ბოლო მონაცემები:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 831
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 694
მათ შორის გარდაცვლილი - 13
კარანტინის რეჟიმში - 3213
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 303
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3