ვის არ დაეკისრება ჯარიმა ნიღაბის არ ტარების გამო

2020-06-10 18:01:58

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, შესაბამისი ცნობა აიღონ და მათ ჯარიმა აღარ დაეკისრებათ.

ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ცენტრები უკვე გაფრთხილებულები არიან, მოქალაქეებს მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი ცნობა მისცენ, თავის მხრივ კი, მოქალაქეებმა აღნიშნული ცნობა თან უნდა იქონიონ, საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ.

შეგახსენებთ, რომ კანონში ახალი ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები 500 ლარით.

20 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტაქსის შემთხვევაშიც.