სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაისის თვეში ქვემო ქართლის მასშტაბით 50-ზე მეტი ობიექტი შეამოწმა.
აღნიშნული ობიექტებიდან საწარმოო პროცესი არცერთ ობიექტს არ შეჩერებია, არც დაჯარიმების ფაქტი გამოვლენილა.
რუსთავის მასშტაბით 30-მდე ობიქეტს ჩაუტარდა მონიტორინგი, აქედან არცერთი დაჯარიმებულა.
როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, არცერთი ობიექტის დაჯარიმება არ ფიქსირდება. აქტიურად მიმდინარეობს რუსთავში აგრარული ბაზრების მონიტორინგი.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს