2017-05-10 20:02:20
მართვის მოწმობის აღების მსურველი პირებისთვის უცნობი იქნება ის ქუჩები, რომლებზეც პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მოუწევთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუჩების წინასწარ გაცხადება არ მოხდება, რათა არ მოხდეს დაზეპირების პრაქტიკა.
გარდა ამისა, გამოცდისთვის განკუთვნილი ავტომანქანები სპეციალური ვიდეოკამერებით იქნება აღჭურვილი, რითაც საგამოცდო პროცესი გაკონტროლდება.
არსებული ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება შემოდგომიდან დაიწყება.