რამდენიმე წუთის განმავლობაში, რუსთავს ელ. ენერგია არ მიეწოდებოდა

2017-05-10 11:38:34

რუსთავის მოსახლეობას რამდენიმე წუთის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ენერგო-პროს განცხადებით, დენის გათიშვა მათი მიზეზით არ მომხდარა. „ინფო რუსთავი“ საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის სამსახურს დაუკავშირდა. სამსახურის განცხადებით, დაზიანება ერთ-ერთ ელექტრო დამაკავშირებელ ხაზზე მოხდა. „10:55 საათზე გაითიშა ელექტროენერგია, მიზეზი სომხეთთან დაამკავშირებელი ხაზის, ალავერდის დაზიანება იყო. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია“