6 ყველაზე მოთხოვნადი სკოლა (ფოტოები)

2017-05-09 14:33:56

რუსთავის საჯარო სკოლებში, პირველკლასელთა ჩარიცხვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ჩარიცხვის სტატისტიკის მიხედვით, გამოვლინდა 6 ყველაზე პოპულარული სკოლა, სადაც ადგილები, ჩარიცხვის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში შეივსო. ამ დროისთვის უკვე შევსებლია ადგილები რუსთავის 9 სკოლაში.

6 ყველაზე პოპულარული სკოლა, სადაც ადგილები, ჩარიცხვის გამოცხადებიდან, უახლოეს წუთებში შეივსო:

#2 საჯარო სკოლა -ვაკანტური იყო 75 ადგილი

#4 საჯარო სკოლა - ვაკანტური იყო 150 ადგილი

#7 საჯარო სკოლა - ვაკანტური იყო 127 ადგილი

#11 საჯარო სკოლა - ვაკანტური იყო 75 ადგილი

#24 საჯარო სკოლა - ვაკანტური იყო 100 ადგილი

#28 საჯარო სკოკლა - ვაკანტური იყო 50 ადგილი

ადგილები დღის განმავლობაში შეივსო შემდეგ სკოლებშიც:

#18 საჯარო სკოლა -ვაკანტური იყო 75 ადგილი

#21 საჯარო სკოლა -ვაკანტური იყო 200 ადგილი

#22 საჯარო სკოლა -ვაკანტური იყო 175 ადგილი

დარჩენილ სკოლებში ყველაზე ნაკლები ვაკანტური ადგილია #5 საჯარო სკოლაში, სადაც ამ დროისთვის 8 ადგლია ვაკანტური. ყველაზე ბევრი პირველკლასელი, ონლაინ ჩარიცხვის II ეტაპზე #21 საჯარო სკოლამ მიიღო. სხვა სკოლებში ვაკანტური ადგილები ჯერ კიდევ დარჩენილია.

II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისიდან  - 1 ივნისის ჩათვლით. II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2017 წლის 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. III ეტაპი: 2017 წლის 19 ივნისიდან - 30 ივნისის ჩათვლით. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის  საფუძველზე. კერძო სკოლის პირველ კლასში, მოსწავლის რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა - 2017 წლის 10 აპრილიდან - 30 ივნისის ჩათვლით. მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება კერძო სკოლის მიერ.