როგორი იქნება ახალი "ძველი ბაზარი"

2017-05-09 10:57:44

უახლოეს მომავალში რუსთავის „ძველი ბაზარი“ მომხმარებელებს, განახლბულ გარემოში უმასპინძლებს. ობიექტის დირექტორის, გოჩა ხუციშვილის განცხადებით, გაკეთდება სავაჭრო კომპლექსი, რომელიც აღჭურვილი იქნება სველი წერტილებით. განახლებულ ბაზარზე, მომხმარებელს სასოფლო-დამეურნეო, ნებისმიერი პროდუქტის შეძენა, შეღავათიან ფასად შეეძლება. ყოველდღიური გადასახადი შეუმცირდებათ მოვაჭრეებსაც.

იგეგმება საბითუმო ბაზრის მოწყობაც, სადაც ვაჭრობა ღამის საათებში გაიმართება.

„ძველი ბაზრის“ რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ღირებულებამ ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა. კეთილმოწყობილ ბაზარზე 300-დან 500-მდე მოქალაქე დასაქმდება, პირველ რიგში დასაქმდებიან ამ დროისთვის, ბაზარზე მომუშავე პირები.