კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის 3 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 20 935 179 ლარის შემოსავალი მიიღეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკური ანალატიკოსის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, „საინტერესოა, რომ ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი (7 234 290 ლარი) „ლიბერთი ბანკმა“ მიიღო მაშინ, როცა ბაზარზე „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“Commersant - ის ინფორმაციით, კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის 3 თვის განმავლობაში არიან, რომელთა გაცემული კრედიტების ოდენობა ბევრად აღემატება ლიბერთისას. ხშირად ბანკებს ვადაგადაცილებულ სესხებზე ფიქსირებული საურავები აქვთ დადგენილი, რაც ზოგჯერ კრედიტის ყოველთვიური შენატანის 20-30%-ს შეადგენს. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ბანკების ჯარიმებისა და საურავებიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვან შემოსავალს იღებენ.“ მოგების მიხედვით მეორე ადგილზეა თიბისი ბანკი, რომლის შემოსავალიც ბანკ რესპუბლიკასთან ერთად 6 931 629 ლარს შეადგენს. ხუთეულში ასევე შედის ქართუ ბანკი და კრედო - 983 486 ლარის შემოსავლით.