2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი, დილის 9:00 საათზე ვებ-გვერდზე: www.registration.emis.ge დაიწყო. მშობლები აცხადებენ რომ ელექტრონული რეგისტრაცია გარკვეული შეფერხებით მიმდინარეობდა, ასევე მათთვის აუხსნელია ის ფაქტი რომ რეგისტრაციის პირველივე წუთებში რამდენიმე სკოლაში ადგილი უკვე აღარ იყო. ამ მომენტისთვის ცნობილია რომ რუსთავის 6 საჯარო სკოლაში: #2, #4, #7, #11, #24 და #28 პირველკლასელებისთვის ადგილი უკვე აღარ არის.
ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისიდან - 1 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2017 წლის 2 ივნისიდან - 15 ივნისის ჩათვლით.