ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

2020-05-18 20:26:34

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.