1 გარდაცვლილი და 4 დაშავებული (ვიდეო)

2017-05-08 08:11:19

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე დაახლოებით 00:30 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით თბილისიდან რუსთავისკენ მომავალი "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი ჯერ "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, საპირისპირო მიმართულებაზე გადავიდა და "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილს დაეჯახა, ბოლოს კი ხევში გადავარდა და დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულები მძიმე მდგომარეობით უახლოეს კლინიკებში გადაიყვანეს. შსს-ში აცხადებენ რომ - "გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს". ნახეთ ვიდეო.