სხვა რუსთავი - ახალგაზრდა ბიზნესმენები (ვიდეო)

2017-05-07 22:15:23

„ინფო რუსთავი“ რუბრიკა „სხვა რუსთავში“ ახალგაზრდა სტარტაპერებს გაგაცნობთ, ახალი თაობა, რომელიც კრეატიული და ინოვაციური იდეებით გამოირჩევა.

Hippie ხელნაკეთი ნივთების სტარტაპია, რომელიც ლალიკო თვალიაშვილმა და დემე მარხვაიძემ შექმნეს. ახალგაზრდები მოხატული ავტობუსით თავიანთი ხელით შექმნილ ნივთებს ყიდიან.

კიდევ ერთი სტარტაპი კომპანია Neat Knit • ნით ნით-ის სახით რუსთაველ სტუდენტებს სალომე სილაგაძესა და ვანო კალმახელიძეეკუთვნით. ნით ნითი ქართველი ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა თოჯინებს ქმნის.

რუსთაველი მოსწავლეების სტარტაპია KartWell, ის №22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სერგი დევრისაშვილმა, გიორგი წიკლაურმა, ალექსანდრე მერზლიაკოვმა და საბა ქურდაძემ სამეწარმეო საგნის პედაგოგ ანდრო ჭუმბურიძის დახმარებით შექმნეს. KARTWELL-ის სამიზნე აუდიტორია მოსწავლეები არიან, პროექტის წევრები მომხმარებელს სხვადასხვა ორიგინალურ სასკოლო ნივთებსა და მაისურებს სთავაზობენ.

ვრცლად ნახეთ სიუჟეტში.