დაახლოებით 01:30 საათზე, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „გვანცა და ლუკას“ ვიტრინა ჩაამსხვრიეს. როგორც მაღაზიის თანამშრომლები „ინფო რუსთავთან“ საუბარში აცხადებენ, ქურდობის ფაქტი არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ მაღაზიაში ვანდალური ქმედება პირველი არაა და მსგავს ინციდენტს ადრეც ჰქონია ადგილი. შსს-ში აცხადებენ რომ - "ფაქტთან დაკავშირებით მხილებულია 2 პირი, გამოძიება დაწყებულია 187 მუხლით რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობ".