ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა

2020-05-15 10:21:12

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე  მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, დაშავებული სამი პირიდან ერთის მდგომარეობა მძიმე იყო.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო.