2017-05-07 14:04:04
რუსთავის ცენტრალური პარკი სპორტულ აქტივობებს მასპინძლობს. „რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ნიჩბოსნობაში ღია პირველობა გაიმართა. ჩემპიონატი 500 და 200 მეტრიან დისტანციებში 2001-2002 და 2003 წელს დაბადებულ ვაჟებსა და გოგონებს შორის ჩატარდა. შეჯიბრებაში თბილისის, მცხეთის, დუშეთის, ქუთაისის და ფოთის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ასევე მოწვეული იყო აზერბაიჯანის გუნდიც. ჩემპიონატში 10-მა რუსთაველმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ასევე გაიმართა სასკოლო სპორტული ფესტივალი, რომელიც 4 სპორტის სახეობას: მძლეოსნობას 60 მეტრიან დისტანციაზე, ფეხბურთს, ქუჩის კალათბურთსა და ჭადრაკს მოიცავდა.