უბედური შემთხვევა მარნეულში

2020-05-14 16:03:25

უბედური შემთხვევა მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ სადახლოში.

არსებული ინფორმაციით, 22 წლის მამკაცი, სატვირთო ავტომობილის შეკეთებას ცდილოდა, რა დროსაც ავტომობილის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.