პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია ხვალ დაიწყება

2017-05-07 12:01:48

2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი, 8 მაისს, დილის 9:00 საათზე დაიწყება ვებგვერდზე: www.registration.emis.ge ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისიდან - 1 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2017 წლის 2 ივნისიდან - 15 ივნისის ჩათვლით. ინსტრუქცია ნახეთ აქ. პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი 25 აპრილს დასრულდა, შედეგები და სკოლებში დარჩენილ ადგილები "ინფო რუსთავმა" 2 კვირის წინ გაავრცელა.