რა სიტუაციაა ცენტრალურ პარკში

2017-05-07 11:28:18

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ქვეწარმავლების მომრავლება შეინიშნება. როგორც მოსახლეობა, აცხადებს რუსთავის ცენტრალრ პარკში ბალახის მაღალი საფარია, რაც ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ინფო რუსთავი“ ააიპ „უზრუნველყოფის“ სამსახურს დაუკავშირდა. ზაზა კუპატაძის განცხადებით - "პარკის ტერიტორიაზე სათიბი სამუშაოები პერიოდულად მიმდინარეობს, პარკის ფართობიდან გამომდინარე 1 და 2 დღეში ვერ ხერხდება ბალახის სრული გათიბვა, ამიტომ პირველ რიგში იმ სამუშაოები პირველ როგში იმ პერიმეტრზე მიმდინარეობს სადაც დამსვენებელს გადაადგილება უწევს".