სად შეძლებენ ფერმერები სახელმწიფო დახმარების გამოყენებას

2020-05-13 14:25:14

მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად ფერმერები ყოველ 1 ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარის დახმარებას მიიღებს.

სოფლის მეურნეობის განვითარების საააგენტოს დირექტორის მოადგილე განმარტებას აკეთბს, თუ სად შეძლებენ ამ დახმარების გამოყენებას ფერმერები.

0.25 ჰა-დან - 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული მიწის მესაკუთრე ფერმერები 1 ჰა-ზე დარიცხული 200 ლარის განაღდებას მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში, სასოფლო სამეურნეო საქონელის შესაძენად შეძლებენ.

"დაურიგდებათ „ლიბერთი ბანკის“ პლასტკიკური ბარათები ან შესაძლოა მათ ეს ბარათები უკვე აქვთ, სადაც დაერიცხებათ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 200 ლარი და შემდეგ ამ ბარათების გამოყენებას სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძლებენ, სადაც არის სპეციალური ტერმინალები. ანუ კონკრეტულად იმ პროდუქტით მოვაჭრე ობიექტებში, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარსამართადაა საჭირო, იქნება ეს შხამ-ქიმიკატები, მცენარეთა მოვლის საშუალებები თუ სხვა. მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულად ამ მაღაზიებში ექნებათ შესაძლებლობა , რომ ეს ბარათები გამოიყენონ და გაანაღდონ ის ქულები, რომლებიც ბარათზე დაერიცხებათ. ამავდროულად, 1 ჰექტარზე მეტი მიწის მეპატრონეებს, რომელთაც რეგისტრირებულ აქვთ მიწა შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მექანიზაციის სერვისით, სადაც ანალოგიური პრინციპით გაანაღდებენ ბარათზე დარიცხულ ქულებს და მექანიზაციის სერვისს მიიღებენ“,- განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ