შეძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას

2020-05-14 11:47:33

ნელ-ნელა ზაფხული ახლოვდება და ზღვის სეზონიც მოდის.

აქტუალური ხდება კითხვა, შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას.

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიას, განცხადებით 15 ივნისიდან ქვეყნის შიდა ტურიზმი განახლდება და საზოგადოებას საშუალება ექნება ქვეყნის შიგნით დასასვენებლად წავიდეს, მათ შორის ზღვაზე.

წელს, სავარაუდოთ, შავი ზღვის კურორტი იმაზე მეტ ქართველ დამსვენებელს უმასპინძლებს ვიდრე წინა წლებში, რადგან საზღვარგარეთ წასვლა ზოგისთვის უფრო მეტ საფრთხესთანაა დაკავშირებული.

რა რისკებთანაა დაკავშირებული ზღვაზე დასვენება და რა უნდა გავითვალისწინოთ სანაპიროზე ყოფნის დროს.

ჯერ-ჯერობით არცერთი სამეცნიერო კვლევით არ საბუთდება, რომ კორონავირუსით ინფიცირება წყლიდანაც შეიძლება, თუმცა ექიმების განცხადებით, წელს ზღვაზე წასულებს გასაკუთრებული სიფრთხილის დაცვა მოუწევთ.

სავარაუდოთ, ამ ზაფხულს შავი ზღვის სანაპირო დამსვენებლებით იქნება სავსე და უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რომ სანაპიროებზე დაცული იყოს 2 მეტრიანი დისტანცია, საჭიროა პირბადეების ტარება ხალხმრავალ ადგილებში.

ხშირი დეზინფიცირება ხელებისა და იმ ნივთების, რომელსაც იქ ყოფნის დროს მოვიხმართ.

რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ, როგორც დამსვენებლებს ასევე იმ ადამიანებსაც, რომლებიც დამსვენებლებს მასპინძლობენ, სასტუმროებს, საკვე დაწესებულებებს.