რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"დიახ, მე ინფიცირებული ვარ, ვმკურნალობ",- განაცხადა პესკოვმა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიმიტრი პესკოვი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს დაუდასტურდა.