გააძვირებს თუ არა Wizz Air ავიაბილეთებს

2020-05-12 14:45:15

1 ივლისიდან საქართველო უცხოელი ვიზიტორების მიღებას იწყებს. რაც თავისთავად გაზრდის ავიაბილეთბზე მოთხოვნას.

საინტერესოა გაძვირდება თუ არა ავიაბილეთები.

Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადოს განცხადებით მათი საფასო პოლიტიკა შენარჩუნდება და ბილეთები არ გაძვირდება.

Wizz Air-ის ბიზნეს მოდელი კლიენტების მაღალ ლოიალურობასა და დაბალ ფასებზეა დამყარებული. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასები იგივე იქნება, რამდენადაც გვსურს ბორტი შევსებული გვქონდეს",- განაცხადა ანდრაშ რადომ.

მათგან განსხვავებით, საავიაციო კომპანიების ნაწილს სხვა მოსაზრება აქვთ და ფიქრობენ რომ ბილეთებზე ფასის ზრდა მოსალოდნელია, რადგან ავიაკომპანიებს დამატებითი ხარჯები ექნებათ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.
რაც შეეხება საავიაციო კომპანია Ryanair, მათი ოფიციალური განცხადების მიხედვით, კომპანია ფრენების 40% აღდგენას 1 ივლისიდან გეგმავს.

კომპანიის განცხადებით, ისინი ჯანდაცვის სფეროს მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას დაიცავენ.