მამამთილმა რძალს სცემა

2020-05-12 11:40:48

ოჯახში ძალადობის ფაქტი თბილისში.

არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამამთილი რძალს ფიზიკურად გაუსწორდა. კონფლიქტის მიზეზი სოციალური ქსელი გახდა.

„ფეისბუქში“ ყოფნის გამო, 60 წლამდე კაცმა რძალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახლიდან გაგდებით დაემუქრა.

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც მოძალადე მამამთილი დააკავა.

სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (ოჯახში ძალადობა) მიმდინარეობს.

წყარო: „პრაიმტაიმი“