რუსთაველმა კალათბურთელმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

2017-05-06 15:44:12

რუსთაველი კალათბურთელი აკაკი დვალიშვილი, რომელიც რუსეთის სუპერლიგის ს.კ"ნოვოსიბირსკში" თამაშობს, საქართველოში ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება .

გასულ სეზონზე დვალიშვილმა ციმბირის თასის (ბრინჯაოს), რუსეთის თასისა (ოქროს) და რუსეთის რეგულარულის ჩემპიონის (ოქრო) ტიტულის მოპოვება შეძლო.

აკაკი დვალიშვილი მაისის ბოლომდე ქ.ნოვოსიბრსკში განაგრძობს ვარჯიშს, შემდეგ კი თავისუფალ აგენტად ჩაითვლება და ჯერჯერობით უცნობია სად გაატარებს მომავალ სეზონს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში რუსთაველი კალათბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და რუსთავის საკალათბურთო გუნდში ასპარეზობდა.