"კლინიკა რუსთავი" მიმდინარე პროცესების პარალელურად ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სამედიცინო სერვისების მიწოდებას.
სამედიცინო დაწესებულება მზადაა მიიღოს პაციენტები იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც გაწერილია ჯანდაცვის სამინისტრო მიერ. მომსახურება ხორციელდება როგორც გეგმიურ ამბულატორიულ ნაწილში, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (emergency) განყოფილებაში, სადაც მუშაობს ტრიაჟის სისტემა მიმდინარე ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რაც საშუალებას იძლევა მინიმუმადე იქნას დაყვანილი ვირუსის გავრცელება.
ახლო მომავალში კლინიკა რუსთავი პაციენტებთან უშუალო კომუნიკაციის მიზნით გეგმავს სხვადასხვა პროფილის ექიმების სოციალურ ქსელში პირდაპირ ჩართვას. კითხვა-პასუხის რეჟიმით, მოქალაქეები მიიღებენ საბაზისო ინფორმაციას სხვადასხვა დაავადებების მიმდინარეობის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდების თაობაზე.
კლინიკაში განხორცილდება მაღალ ტექნოლოგიური სერვისის მიწოდება, კერძოდ, მაგნიტო-რეზონანსული კვლევა (MRI), რაც საშუალებას იძლევა გაფართოვდეს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა რეგიონის მოსახლეობისათვის. ®