დაგეგმილი პროექტების ვადები

2020-05-10 15:33:42

COVID- 19 ის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, რუსთავში შეუფერხებლად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციალება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა განუცხადა - "კორონავირუსს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ინფრასტრუქუტურული პროექტების გაჩერებაზე".

მისივე განცხადებით, იყო მცირე შეფერხებები, მასალის დეფიციტის და უამინდობის გამო, მაგრამ ახლა ყველა პროექტზე მუშაობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს და ეს არ იქონიებს გავლენას პროექტის დასრულების ვადებზე.

შეგახსენებთ, რომ წელს რუსთავში დაახლოებით 22 მილიონი ლარის პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. ამჟამად სამუშაო 10 სხვადასხვა პროექტზე მიმდინარეობს.