ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-05-09 10:40:28

საქართველოში კოვიდ19-თ ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 9-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემები ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 626

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 297

მათ შორის გარდაცვლილი - 10

კარანტინის რეჟიმში - 4702

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 459

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3

"ამ ეტაპზე გვიწევს 42 პაციენტი, ერთი არის შესაძლო შემთხვევა, 41 - დადასტურებული. ჩვენთან კვლავ არ შემოსულა ახალი დადასტურებული შემთხვევა. არსებული სიტუაცია უცვლელია - გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, მისი მდგომარეობა უცვლელია და ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობაც უცვლელია. ორივე პაციენტთან სიმძიმის განმსაზღრელი არის თანარსებულად მიმდინარე დაავადებები. გამოჯანმრთელებული 3 გვყავს და უკვე ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 85-ს მიუახლოვდა. ყველა ახალი ინფიცირების წყარო ცნობილია, ბოლო 10 დღეა ყველა პაციენტი არის არსებული წყაროს კონტაქტები ან საკარანტინე სივრცეში მყოფი პირები. ეს საკარანტინე სივრცეც ძირითადად არის ამ არსებული წყაროებიდან შევსებული პირები. ჯერჯერობით, ახალი წყარო არ არის და ვიმედოვნებ, რომ არ გაჩნდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.