რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე მანქანა დაიწვა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "სუბარუ"-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა და სალონის ნაწილი დაიწვა.
ავტომობილი გაჩერებული იყო და შესაბამისად ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური 1 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.