რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან

2020-05-05 10:00:36

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით დღეიდან ქვეყნის მასშტაბით რიგი შეზღუდვები იხსნება.

გთავაზობთ იმ შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც დღეიდან უქმდება და ნებადართული ხდება.

დღეიდან ქვეყნის ორი დიდი ქალაქი, ბათუმი და ქუთაისი იხსნება, მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ შესვლა-გამოსვლა. ეს ორი დიდი ქალაქი რუსთავთან და თბილისთან ერთად 15 აპრილიდან ჩაკეტილი იყო. რაც შეეხება რუსთავს და თბილისს, გიორგი გახარიას განცხადებით, მათი გახსნის საკითხი კვირის ბოლომდე გადაწყდება.

ასევე იხსნება სამშენებლო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები და დღეიდან  სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია, სამშენებლო მასალების მწარმოებლების ჩათვლით, მუშაობის განახლების ნება მიეცათ.

დღეიდან მუშაობის განახლების უფლება ასევე ავტოტექმომსახურებასა და ავტოსამრეცხაოების მიეცათ.

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური საქმიანობის 6 ეტაპად გახსნის გეგმის მიხედვით ზემოთ ჩამოთვილი შეზღუდვების მოხსნა 11 მაისიდან უნდა დაწყებულიყო.

პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროს ნათია  ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებულმა ეპიდმდგომარეობამ მთავრობას შესაძლებლობა მისცა, რომ აღნიშნული შეზღუდვები ერთი კვირით ადრე მოეხსნათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები