რა ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

2020-05-03 14:40:57

ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები უკვე 212 ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის საქართველოს მეზობელ, ოთხივე ქვეყანაში.

რუსეთი - ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახლა უკვე რუსეთშია. დაინფიცირებულთა რაოდენობა 134 687 შეადგენს, მათ შორის 16 639 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 1280 გარდაცვლილი.

თურქეთი - თურქეთში კი საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი გარდაცვლილია. დაინფიცირებულია 124 375 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 58 259 ადამიანი, გარდაცვლილი კი 3336.

სომხეთი -  დაინფიცირებულია 2386 ადამიანი, მათ შორის 1,035 გამოჯანმრთელებილი, 35 გარდაცვლილი.

აზერბაიჯანი -  დაფიქსირებულია 1894 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1411 ადამიანი, 25 კი გარდაცვლილი.