„ინფო რუსთავი“ დაინტერესდა როდის დაინიშნება ქვემო ქართლის გუბერნატორი და ვინ დაიკავებს ვაკანტურ პოსტს. აღნიშნული კითხვებით, მთავრობის ადმინიტრაციის პრეს სამსახურს მივმართეთ.
„ვადები არ არსებობს, გუბერნატორის ვინაობა გაჟღერდება მაშინ, როცა დანიშვნის თაობაზე პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას“ - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.