სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რუსთავში იმყოფებოდა. ნანუაშვილი სტუდენტებს შეხვდა და რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხავ-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სახალხო დამცველმა, შეხვედრის ფარგლებში, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ-უნდა იცავდეს თუ არა მოსამართლეებს რაიმე კონკრეტული კანონი. ნანუაშვილის განცხადებით მოსამართლეების მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა არასერიოზულია და მისი განმარტებით არ შეიძლება ცალკეული სფეროების წარმაომდგენლებს განსხვავებული კანონი იცავდეს.
საუბარი ასევე შეეხო პარლამენტარების მხრიდან სახახლო დამცველის კრიტიკას. ნანუაშვილის განცხადებით კრიტიკა და უკმაყოფილება იმ უწყებებიდან მოდის, სადაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტი პრობლემაა. ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი ქვემო-ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაშიც იმყოფეოდა. ნახეთ ვიდეო.