ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-04-28 10:21:49

საქართელოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა და 511 გახდა.

"გუშინ გვქონდა 496 შემთხვევა, დღეისთვის 24 საათში დაგვემატა 15 ახლაი შემთხვევა და ამჟამად გვაქვს 511 დადასტურებული შემთხვევა. ამ 15 შემთხვევიდან ძირითადად   ცნობილია წყაროები. ეს არის ბოლნისი, მარნეული, თეთრიწყარო და მხოლოდ ორი პაციენტია, რომელთა წყაროც ამ ეტაპზე ჯერჯერობით დაუდგენელია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

ბოლო 24 საათშკი კი 10 გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა ვინც COVID19-ის დამარცხება შეძლო.

ასე გამოიყურება ბოლო მონაცემები:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156

მათ შორის გარდაცვლილი - 6

კარანტინის რეჟიმში - 5085

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3