პატრიარქმა მრევლს კვირაცხოვლობა მიულოცა

2020-04-26 13:21:11

პატრიარქმა მრევლს კვირაცხოვლობა მიულოცა და დღესასწაულის შესახებ ისაუბრა.

„ეს არის უდიდესი დღესასწაული. მრავალი ტაძარი იყო აშენებული კვირაცხოვლობის სახელზე, ერთი მათგანი მთიულეთშია, კობაიძეების სამფლობელოში, ჩირიხში. ვულოცავ კობაიძეების ტაძრის დღესასწაულს.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოოხეთისანი ვერ ერეოდენ მას“. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდი გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. დღეს იყო აქ წაკითხული სახარება უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან კარდახშულთა, ე.ი კარი დაკეტილი იყო და იმ დაკეტილი კარით შევიდა მაცხოვარი და უთხრა „მშვიდობა თქვენთანა, მიიღეთ სულიწმინდა“. უფალი ჩვენც მოგვმართავს, მიიღეთ სული წმინდა. მზად უნდა ვიყოთ სულიწმინდის მისაღებად. არ იყო თომა მოციქული მათთანა და როცა თომა მოვიდა, მოწაფეებმა უთხრეს, ვიხილეთ ჩვენ უფალი და უამბეს ყველაფერი. და თომამ უთხა: „უკეთუ არა ვიხილავ სამსჭვალთა, არა დავსდებ ხელსა ჩემსა სამსჭვალსა ზედა ხელისა მისისა და გვერდსა მისსა, არა მრწმენეს“. სინამდვილეში თომა მოციქულს სწამდა, რომ მაცხოვარი ნამდვილად გამოეცხადა, მაგრამ გული შესტკიოდა იმიტომ, რომ ის არ იყო მოციქულებთან და ამით, ამ სიტყვებით აიძულებდა უფალს მეც გამომეცხადეო. 8 დღის შემდეგ გამოეცხადა. ისევ შევიდა კარდახშულთა და გამოეცხადა უფალი. პირდაპირ მიმართა თომას „აჰა, დასდევ ხელი შენი გვედსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გწამდეს!“ დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა უფალო. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უფალი ახლოსაა ჩვენთან, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და ზიარება სულისა წმიდისა ჩვენთანაა“, - ბრძანა პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვიარო ქადაგებისას საქართველოს ხელისუფლება, სამღვდელოება და ქართველი ხალხი დალოცა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ყველა ერთობლივად მუშაობს იმისთვის რომ უფალი იყოს ჩვენთან ერთად.

„ეკლესია არის დიდ გასაჭირში მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. მზად უნდა ვიყოთ სულიწმინდის მისაღებად. უფალი ჩვენც მოგვმართავს მიიღეთ სული წმინდა. ჩვენ ვცხორობთ ისეთ დროს როცა უფალიახლოსაა ჩვენთან და ჩვენ მადლობას ვწირავთ მას. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და ზიარება სულისა წმინდისა ჩვენთან არს. მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, სამღვდელობა და ხალხი, რომ ველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ უფალი ჩვენთან იყოს“, - განაცხადა პატრიარქმა.